Specialized Turbo — ყველაზე სწრაფი ველოსიპედი


კომპანიამ Specialized თავისი პირველი და როგორც ამბობენ ყველაზე სწრაფი ელექტრო ველოსიპედი Turbo გამოუშვა. იგი ქალაქში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მისი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ევროკავშირში ამ კატეგორიის ტრანსპორტზე ნებადართულ 20 კმ/სთ-ს აღემატება. მაგრამ, კომპანიის მენეჯერი მაკ ფოდი (Marc Faude) ამ შეზღუდვას რეკლამის სახით იყენებს და აღნიშნავს, რომ Turbo უბრალოდ ძალიან სწრაფია, რათა საკანონმდებლო ნორმებს შეესაბამებოდესო

ახალი ველოსიპედის მთავარი თავისებურება უკანა საბურავის ელექტრო ძრავია 250 ვტ სიმძლავრით, რომელსაც ქვედა გაზრდილი დიამეტრის მქონე ჩარჩოს ხარიხაში ჩაშენებული ლითიუმ-იონური ბატარეები კვებავენ (342 ვტ/სთ). ანუ, ძრავის მაქსიმალური დატვირთვისას ველოსიპედს 80 წუთის განმავლობაში შეუძლია მოძრაობა და 60 კმ-ზე მეტის გავლა. თუმცა, როგორც კომპანიის ინჟინრების მიერ ჩატარებულმა გამოცდამ უჩვენა, Turbo რამოდენიმე 40-კმ მგზავრობას უზრუნველყოფს სწორ ზედაპირზე.
Specialized-ს Turbo-ს შექმნისთვის სამი წელიწადი დასჭირდა, ინჟინრები ყველა დეტალზე ფიქრობდნენ, რათა მისთვის მაქსიმალური სიჩქარე მიენიჭებინათ. 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი მკვეთრ აღმართზე ასვლას ამარტივებს ან მოძრაობის სიჩქარეს ზრდის სწორ ზედაპირზე. მოძრაობისას დინამიურად შეიძლება ჩაენაცვლოს ველოსიპედისტისა და ელექტროძრავის სიმძლავრე: პედლების ტრიალისას ძრავზე ზეწოლა მცირდება.


კომპლექტში შედის დამტენი მოწყობილობა SBC Turbo, რომელსაც ლითონის კორპუსი აქვს რადიატორების გვერდებით, რის წყალობითაც აქტიური გაგრილება აუცილებელი არაა. ველოსიპედთან მიერთებისთვის მაგნიტურ კონტაქტებიანი ბუდეები გამოიყენება, რომლებიც წყლის ზემოქმედებისგანაა დაცული. ბატარეის დატენვას ქსელური ოპერატორისგან ორი საათი სჭირდება. აგრეთვე აკუმულირდება დამუხრუჭების ენერგიაც. ჩაშენებული ბატარეა გასაღებით იკეტება. საბურავების დისკები, ისევე როგორც სპიცების სისტემა, მაქსიმალურადაა შემსუბუქებული, ხოლო ჰიდრავლიკური მუხრუჭები Magura MT მდგრადი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული.

საჭეზე დამაგრებული უსადენო ელექტრონული ინფორმატორი ბატარეის დამუხტვის დონეს, დროს, კილომეტრაჟს უჩვენებს და ველოსიპედის შუქდიოდიანი ფარების ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

Specialized Turbo-ს ღირებულებაა €5,5 ათასი, გაყიდვები მაისში დაიწყება და მათი მიწოდების რაოდენობა შეზღუდული იქნება, ჯერჯერობით მხოლოდ ევროპაში გაიყიდება. პირველი 50 ველოსიპედი დილერებს ამ თვეში გადაეგზავნებათ სადემონსტრაციო ნიმუშების სახით გამოსაყენებლად. გამოშვების ნორმალური რაოდენობა მხოლოდ შემოდგომაზე აეწყობა. სხვათა შორის, ეს მოდელი მახასიათებლებით მნიშვნელოვნად სჯობს ელექტრული ველოსიპედის კონცეპტს Ford E-Bike, რომელიც გასულ წელს ფრანკფურტის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

დატოვე კომენტარი