NASA-მ კოსმოსში პირველი ადამიანისმაგვარი რობოტი გაუშვა


25 თებერვალს შატლის Discovery წარმატებული გაშვება შედგა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ხომალდის ბორტზე ისტორიაში პირველი ადამიანის მსგავსი რობოტი-კოსმონავტი – Robonaut 2 – იმყოფება. შემოკლებულად სიახლეს R2 ეწოდება, რამაც ჩვენში “ვარსკვლავური ომების” გმირთან, რობოტ-შემკეთებელთან R2D2 ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, სრულფასოვან ანდროიდამდე ეკიპაჟის ახალ წევრს ბევრი უკლია – მას სხეულის ქვედა ნაწილი არ გააჩნია
რობოტს სხვადასხვა სახის სასარგებლო სამუშაოების შესრულება შეუძლია იმ პირობებში, სადაც ადამიანი ძალიან დიდი საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მის შლემში ჩამონტაჟებულია ოთხი ვიდეოკამერა, რის წყალობითაც მოწყობილობას არა მარტო სივრცეში ორიენტირება, არამედ მათგან დისპეჩერების მონიტორებზე სიგნალებს აგზავნის. შლემში არის მეხუტე ინფრაწითელი კამერაც.

სხვადასხვაგვარი მრიცხველებისა და სენსორების საერთო რაოდენობა, რომლებიც სიახლეშია დამონტაჟებული 350-ს აჭარბებს. რობოტის კისერს თავისუფლების სამი ხარისხი აქვს, ხოლო თითოელ ხელს, რომელთა ზომაა 244 სმ – შვიდი. დედამიწის გრავიტაციის პირობებში თითოეულ ხელს 9 კგ-მდე ტვირთის დაჭერა შეუძლია. ყველაზე საინტერესო ნაწილია მოწყობილობის მტევანი, რომელსაც თავისუფლების 12 ხარისხი აქვს. თითოეული თითი 2.3 კგ-მდე დატვირთვას უძლებს.

რობოტი თავით კი არა, მუცლით ფიქრობს. სწორედ იქ არის განთავსებული გამოთვლითი ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც 38 პროცესორი PowerPC შედის.

კონსტრუქციულად იგი ძირითადად ალუმინისა და ლითონისგანაა შესრულებული. Robonaut 2-ის წონაა 150 კგ, ხოლო სიმაღლე – 1 მ. რობოტის ზურგზე მოთავსებულია ზურგჩანთა, რომელშიც ენერგეტიკული სისტემაა მოთავსებული.

მოწყობილობა NASA-სა და General Motors-ის ერთობლივი ნამუშევარია. მისი გაშვების მიზანია – კოსმოსის პირობებში ყველა სისტემის ქმედუნარიანობის შემოწმებაა. ვინ იცის, შესაძლოა, ახლო მომავალში ასეთი დამხმარეებისგან იქნება შემდგარი ორბიტალური სადგურებისა და პლანეტთაშორისი ხომალდების ეკიპაჟის ძირითადი ნაწილი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s