სკანდინავიური მითოლოგია, ნაწილი 5 ვალკირიები


თხოვნის გამო გადავწყვიტე ვალკირიებზე ინფორმაციის მოძიება .მათზე ბევრი ინფორმაცია არაა ინტერნეტ სივრცეში მაგრამ დავწერ იმას რაც გავიგე მათზე.

ვალკირიები ( სკანდინავიურად “valkyrja” რაც მკვდრის არჩევანს ნიშნავს) ძველი სკანდინავიური მითოლოგიის არსებები არიან. მითების მიხედვით ოდინმა შექმნა 12 ქალი მეომარი. მათი მოვალეობა იყო ვალჰალაში ეცხოვრათ ოდინთან და ომში დაღუპულ მეომრებთან ერთად. ომში დაღუპულ მეომართა ნახევარი ვალკირიებს ვალჰალაში (გარდაცვლილ მეომართა დარბაზში) გადაჰყავთ, მთავარ ღმერთ ოდინთან, მეორე ნახევარი კი ღმერთქალ ფრეასთან (Freyja) ფოლკვანგირში (Fólkvangr) ხვდება. ვალჰალაში მოხვედრილი მეომრები ხდებიან აინჰერჯარები (einherjar). როდესაც აინჰერჯარები რაგნაროკისთვის არ ემზადებიან მაშინ ვალკირიებს მათთვის თაფლი მიაქვთ.
სკანდინავიურ მითოსში აგრეთვე ვალკირიებად იწოდებიან ის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ვისაც უყვარდება გმირი ან სხვა მოკვდავი, სამეფო ოჯახის ქალიშვილი. სკანდინავიელების აზრით მათი თანმხლები შეიძლება ყოფილიყო ყვავი ან იქნებოდნენ ცხენზე ან გედზე ამხედრებულნი (უკანასკნელი სიმბოლიკები აღნიშნავს ოდინის მფარველობას).

მე13 საუკუნეში შეიქმნა პოემა ვალკირიებზე ტრადიციულ წყაროებზე დაყრდნობით. საგა, პოემა და პროზა ვალკირიების შესახებ დაკავშირებულია მე13 საუკუნის მოგვაწის სნორი სტურლსონის (Snorri Sturluson) სახელთან. მე13-მე14 საუკუნეებში ხშირად მოიხსენიებდნენ ვალკირიებს სხვადასხვა ნაწარმოებებში და ასევე ხშირია მათი გამოსახულებები ამ ეპოქის სხვადასხვა ნაკეთობებზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s