ინტერაქტიული მცენარეები ემოციებს გამოხატავენ


იაპონიის კეიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ე.წ. ინტერაქტიულ მცენარეებზე მუშაობს, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობენ და ემოციებს გამოხატავენ. პროექტის ავტორებს მცენარეთა სამყაროს წარმომადგენელთა ცხოველებთან მსგავსების მიღწევა სურთ, გეჩვენება თითქოს ყვავილები გარე სამყაროსთან მოძრაობით ურთიერთქმედებას ცდილობენ.

მცენარის ყლორტებზე თხელი ძაფებია შემოხვეული, რომლებიც ქოთანში პატარა ელექტრულ ძრავებთანაა შეერთებული. მცენარესთან ორი სენსორი, მიკროფონი და მოძრაობის მრიცხველია მიმაგრებული. ამ სენსორებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მცენარე თანდათანობით ირხევა.
დეველოპერებს ორი ძრავი ეყოთ, რათა მცენარეებისთვის საკუთარი ემოციების გამოხატვა ესწავლებინათ. ამასთან, მეცნიერები სულაც არ სწუხან მცენარეების მიმართ ვანდალიზმსა და ულმობელ დამოკიდებულებაში დადანაშაულებაზე. მათ გაგებული აქვთ, რომ თუ კი დღეში ერთხელ მაინც შეეხები მცენარეს, დღის დარჩენილი ნაწილს იგი «დათრგუნული» გაატარებს. თუმცა, ამ პროექტით ავტორები უკვე თითქმის ერთი წელია დაკავებულნი არიან და არც ერთი მცენარე ჯერ არ დამჭკნარა. პერსპექტივაში დეველოპერები თავისი სისტემების ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავენ, მათ შორის უფრო დიდი მცენარეებისთვისაც უფრო დიდი ძრავებით ქოთნებში და მეტი მმართველი ძაფებით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s