ევო­ლუ­ცია: დარ­ვი­ნის თე­ო­რია და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა


დარ­ვი­ნის იდე­ე­ბის გავ­ლე­ნა ევო­ლუ­ცი­ის კვლე­ვა­ზე.
დარ­ვი­ნის “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბამ” და­არ­წ­მუ­ნა მსოფ­ლიო ევო­ლუ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ში. დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი თე­ო­რია ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ კი გა­ცი­ლე­ბით მეტ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას შეხ­ვ­და: მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მის უცო­დინ­რო­ბა, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­გე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უქონ­ლო­ბა ამ თე­ო­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა რიცხ­ვის გამ­რავ­ლე­ბას უწყობ­დ­ნენ ხელს. ევო­ლუ­ცი­ის რო­გორც უწყ­ვე­ტი, ასე­ვე წყვე­ტი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი მრავ­ლა­დაა ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში. ამ სტა­ტი­ის მი­ზა­ნია ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბის, მა­თი წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვა.
შე­საძ­ლებ­ლო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა. ჩარლზ დარ­ვი­ნი არ გახ­ლ­დათ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­მოთ­ქ­ვა იდეა, რომ ბუ­ნე­ბა ევო­ლუ­ცი­უ­რი გზით ვი­თარ­დე­ბა. ბუ­ფო­ნი (1707-1788), ლა­მარ­კი (1744-1829), და თვით დარ­ვი­ნის ბა­ბუა ერაზ­მუს დარ­ვი­ნი (1732-1802) ევო­ლუ­ცი­ის მომ­ხ­რე­ნი იყ­ვ­ნენ და მა­თი იდე­ე­ბი “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა”-მდე (1859) ორი ან მე­ტი თა­ო­ბით ად­რე გა­მო­ით­ქ­ვა. დარ­ვი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვემ რო­ბერტ ჩემ­ბერ­ს­მა (Robert Chambers, 1802-1871) გა­მო­აქ­ვეყ­ნა “მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­ლე­ბა­თა ბუ­ნებ­რი­ვი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ” (“Vestiges of the Natural History of Creation”, 1844), რო­მელ­შიც ეოლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი იყო მოყ­ვა­ნი­ლი. ეს წიგ­ნი 10-ჯერ გა­მო­ი­ცა და პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მი­დან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ათას ცალ­ზე მე­ტი გა­ი­ყი­და. შე­და­რე­ბი­სათ­ვის, დარ­ვი­ნის “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან პირ­ველ ათ­წ­ლე­ულ­ში 5-ჯერ გა­მო­ი­ცა და ამ წიგ­ნის 9250 ცა­ლი გა­ი­ყი­და.
დარ­ვი­ნამ­დელ ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტებს ორი ძი­რი­თა­დი თვი­სე­ბა აერ­თი­ა­ნებ­დათ: 1) ვერ­ცერ­თ­მა მათ­გან­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის ევო­ლუ­ცია მოხ­და სი­ცოცხ­ლის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. 2) მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დარ­ვი­ნის წვლი­ლის გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სათ­ვის, იყო დარ­ვი­ნამ­დე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რი, რომ ევო­ლუ­ცი­ას წარ­მარ­თავ­და რა­ღაც გა­რე­შე ძა­ლა, იქ­ნე­ბო­და ეს ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ნე­ბა თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სწრაფ­ვა მე­ტი სირ­თუ­ლი­სა­კენ. ასე­თი ძა­ლის არ­სე­ბო­ბის აღი­ა­რე­ბით დარ­ვი­ნამ­დე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ხარკს უხ­დიდ­ნენ და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ას. ამ ტრა­დი­ცი­ის მიმ­დე­ვარ­ნი ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ ბუ­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნის ეთი­კა ვერ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბო­და საგ­ნე­ბი­სა თუ სხე­უ­ლე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი (“არა­ზე­ბუ­ნებ­რი­ვი”) ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბი­სა თუ გარ­დაქ­მ­ნის შე­დე­გად. ამა­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბით, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი და გეგ­მა, რაც გა­ნუ­ყო­ფე­ლია ადა­მი­ა­ნის ეთი­კი­სა­გან. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი თე­ო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, ღმერ­თ­მა შექ­მ­ნა ცა და ხმე­ლე­თი, მცე­ნა­რე­ე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი, და ასე­ვე და­ად­გი­ნა მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.

და­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ში არ­სე­ბობ­და ღრმა რწმე­ნა, რომ ალ­ბა­თო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა საკ­მა­რი­სი არაა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის (და ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბის) წარ­მო­საქ­მ­ნე­ლად. ამ აზრს იზი­ა­რებ­დ­ნენ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბი, თე­ო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი და ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, მონ­ტეს­კიე (1689-1755) ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ნი­ა­და­გი, კლი­მა­ტი, და სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გან­საზღ­ვ­რავ­დ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეთი­კურ ნორ­მებს: “ისი­ნი, რო­მელ­ნიც ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ ბრმა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბას ძა­ლუძს [სი­ცოცხ­ლის] მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წარ­მოქ­მ­ნა, აბ­სურ­დუ­ლად მსჯე­ლო­ბენ; მარ­თ­ლაც, რა უნ­და იყოს უფ­რო უაზ­რო, ვიდ­რე იმის მტკი­ცე­ბა, რომ ბრმა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბამ შე­საძ­ლოა წარ­მოქ­მ­ნას გო­ნი­ე­რი არ­სე­ბე­ბი?”

დარ­ვი­ნის ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას არ­სე­ბუ­ლი “ბუ­ნე­ბის თე­ო­ლო­გია” ნახ­სე­ნე­ბი ტრა­დი­ცი­ის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ვერ­სია გახ­ლ­დათ. ეპის­კო­პო­სი უილი­ამ პე­ი­ლი (William Paley, 1743-1805) თა­ვის ნაშ­რომ­ში (“Natural Theology”, 1802) აცხა­დებ­და, რომ მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ადაპ­ტა­ცია არ­სე­ბობს, და­მა­ჯე­რებ­ლად ამ­ტ­კი­ცებს ღვთის არ­სე­ბო­ბა­სა და მის კე­თილ­გან­წყო­ბას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ დარ­ვი­ნის მო­გო­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პე­ი­ლის “ბუ­ნე­ბის თე­ო­ლო­გია” სტუ­დენ­ტო­ბი­სას წა­კითხულ წიგ­ნ­თა­გან ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი გახ­ლ­დათ.

დარ­ვი­ნის “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა” მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი ევო­ლუ­ცი­ო­ნის­ტე­ბის ნაშ­რო­მე­ბი­სა­გან. “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბამ” მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი და­არ­წ­მუ­ნა, რომ ევო­ლუ­ცია “ორ­გა­ნუ­ლი გზით” წა­რი­მარ­თა. დარ­ვინ­მ­მა შეს­ძ­ლო, შე­ექ­მ­ნა ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რია, რო­მე­ლიც ყვე­ლა არ­სე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, და ამ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას მრა­ვა­ლი მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტის მოშ­ვე­ლი­ე­ბის გზით მი­აღ­წია (მაგ., ჰიბ­რი­დე­ბის არ­სე­ბო­ბა, სტე­რი­ლუ­რო­ბის სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი გა­მოვ­ლე­ნა ჰიბ­რი­დებ­ში, გე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გავ­რ­ცე­ლე­ბა, ემ­ბ­რი­ო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტე­ბი). “მეც­ნი­ე­რუ­ლი ან­ტი­ე­ვო­ლუ­ცი­ო­ნის­ტე­ბი” საკ­მა­ოდ წამ­გე­ბი­ან მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბის” გა­მო­ცე­მი­დან პირ­ვე­ლი­ვე ათ­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ევო­ლუ­ცია არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ­სე­ბობს თუ არა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა? დარ­ვინ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­არ­წ­მუ­ნა თა­ვი­სი მკითხ­ვე­ლე­ბი ევო­ლუ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ში, მაგ­რამ ევო­ლუ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის მი­სე­ულ ახ­ს­ნას (ბუ­ნებ­რივ გა­დარ­ჩე­ვას) თა­ვი­დან­ვე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბა ხვდა წი­ლად. თა­ვი­სი თე­ო­რი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­დან (1837) ერთ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი იყო გა­სუ­ლი, რო­ცა დარ­ვი­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა სწო­რედ ის მე­ქა­ნიზ­მია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ალ­ბა­თო­ბი­სა და აუცი­ლებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დებს და რომ­ლის არ­სე­ბო­ბას დარ­ვი­ნამ­დე­ლი მო­აზ­როვ­ნე­ნი მტკი­ცედ უარ­ყოფ­დ­ნენ. დარ­ვი­ნის აზ­რით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა იყო ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის მოქ­მე­დე­ბაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნიზ­მე­ბის “გო­ნივ­რულ და­გეგ­მ­ვას”. ეს “არა­ზე­ბუ­ნებ­რი­ვი”, არა­მარ­თ­ვა­დი, და შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი წარ­მოქ­მ­ნი­და იმ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, რო­მელ­საც “ბუ­ნე­ბის თე­ო­ლო­გე­ბი” ღვთი­ურ ძა­ლას მი­ა­წერ­დ­ნენ, და რო­მე­ლიც მრა­ვალ­თათ­ვის წარ­მო­ად­გენ­და მიზ­ნი­სა თუ და­გეგ­მ­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. თუნ­დაც ამ მი­ზე­ზით აიხ­ს­ნე­ბა სწრა­ფი და ძლი­ე­რი უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის იდე­ის მი­მართ. დარ­ვინ­მა შეს­ძ­ლო, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე (თუმ­ცა საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი) მეც­ნი­ე­რი და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ევო­ლუ­ცი­ის ძი­რი­თა­დი მე­ქა­ნიზ­მია.

პირ­და­პი­რი და არა­პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის იდე­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებს მრა­ვა­ლი არ­გუ­მენ­ტი გა­აჩ­ნ­დათ თუნ­დაც იმ მი­ზე­ზით, რომ დარ­ვინ­მა ვერ შეს­ძ­ლო, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის და­მამ­ტ­კი­ცე­ბე­ლი პირ­და­პი­რი სა­ბუ­თე­ბი წარ­მო­ედ­გი­ნა (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისე­თი­ვე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, რომ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც იგი ევო­ლუ­ცი­უ­რი გარ­დაქ­მ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბას ამ­ტ­კი­ცებ­და). ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მე­ქა­ნიზ­მი­სათ­ვის მას მხო­ლოდ არა­პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც დარ­ვინ­მა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა. “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბის” და­საწყის­ში აღ­წე­რი­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი გა­დარ­ჩე­ვის ეფექ­ტუ­რო­ბა, მოყ­ვა­ნი­ლია მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იქ­მ­ნა მტრე­დე­ბის ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი ადა­მი­ა­ნის მი­ერ გა­დარ­ჩე­ვის შე­დე­გად, და რომ ყვე­ლა ეს ჯი­ში ვე­ლუ­რი მტრე­დი­სა­გან იყო გა­მოყ­ვა­ნი­ლი. მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბა (თუმ­ცა ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით) არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რივ პო­პუ­ლა­ცი­ებ­შიც. ყვე­ლა ორ­გა­ნიზმს აქვს გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით გამ­რავ­ლე­ბის უნა­რი, რაც იწ­ვევს საკ­ვე­ბი­სათ­ვის კონ­კუ­რენ­ცი­ას, ანუ ბრძო­ლას არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის. (აქ­ვე გა­ვიხ­სე­ნოთ დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი აფო­რიზ­მი, რომ­ლი­თაც მან არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა აღ­წე­რა: “ძლი­ერ­ნი, ჯან­მ­რ­თელ­ნი და ბედ­ნი­ერ­ნი გა­დარ­ჩე­ბი­ან და გამ­რავ­ლ­დე­ბი­ან” – “The vigorous, the healthy , and the happy survive and multiply”). თა­ვის მხრივ, ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის პრო­ცე­სად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა. ასე­თი ლო­გი­კა სავ­სე­ბით და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყო. დარ­ვინ­მა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის ორი “ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი” მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა: 1) მგლე­ბის სის­წ­რა­ფე და ზედ­მე­ტი წო­ნის უქონ­ლო­ბა; 2) მცე­ნა­რე­ე­ბის ევო­ლუ­ცია, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ისი­ნი ტკბილ ნექ­ტარს წარ­მოქ­მ­ნი­ან, და ფუტ­კ­რის იმ ორ­გა­ნო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ნექ­ტა­რის მო­სა­პო­ვებ­ლა­დაა სა­ჭი­რო. აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ამ ორის გარ­და, “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა­ში” ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის სხვა მა­გა­ლი­თებს ვერ მოვ­ნა­ხავთ, და თვით დარ­ვი­ნის აღი­ა­რე­ბით, ეს ორად-ორი მა­გა­ლი­თიც უფ­რო “წარ­მო­სახ­ვი­თი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის” (imaginary illustrations) კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა.

ადამ სეჯ­ვი­კი (Adam Sedgwick, 1785-1873), რო­მე­ლიც დარ­ვი­ნის სტუ­დენ­ტო­ბი­სას მი­სი ერთ-ერ­თი პრო­ფე­სო­რი იყო (გე­ო­ლო­გი­ა­ში), მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რის აზრს გა­მო­ხა­ტავ­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რი­ის მხარ­დამ­ჭე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში: “ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რია დი­დი პი­რა­მი­დაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ წვერ­ზე დგას, და ეს წვე­რი მა­თე­მა­ტი­კურ წერ­ტილს (ანუ უაღ­რე­სად მცი­რე სი­დი­დეს – GT) წარ­მო­ად­გენს”… დარ­ვი­ნის აზ­რით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მოქ­მე­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად სულ ცო­ტა 50 წე­ლია სა­ჭი­რო. ასე რომ, ცხა­დია, დარ­ვინს არა მარ­ტო არ ჰქონ­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მოქ­მე­დე­ბის რა­ი­მე სა­ბუ­თი, იმის იმე­დიც კი არ გა­აჩ­ნ­და, რომ ამ მოქ­მე­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც იხი­ლავ­და.

მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი თე­ო­რი­ის კი­დევ ერთ შე­საძ­ლო წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის თე­ო­რია ემ­ყა­რე­ბო­და შე­ხე­დუ­ლე­ბას, რომ ევო­ლუ­ცი­ის მა­სა­ლაა ბუ­ნებ­რივ პო­პუ­ლა­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი შემ­თხ­ვე­ვი­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბა (ტერ­მი­ნი “შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა” ამ ფრა­ზა­ში ევო­ლუ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა­გან და­მო­უ­კუ­დებ­ლო­ბის, საწყი­სი ცვა­ლე­ბა­დო­ბის ევო­ლუ­ცი­უ­რი ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა). დარ­ვი­ნის აზ­რით, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის ობი­ექ­ტი სწო­რედ ეს ცვა­ლე­ბა­დო­ბა იყო, რაც, თა­ვის მხრივ, ევო­ლუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის უმ­თავ­რე­სი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­ლ­დათ. მაგ­რამ დარ­ვი­ნი ასე­ვე მი­იჩ­ნევ­და, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბა შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო, და ეს ცვა­ლე­ბა­დო­ბა “გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჩვე­ვე­ბის” (long-continued habits) შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბო­და. ასე­ვე, შე­ძე­ნი­ლი თვი­სე­ბე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მას დარ­ვი­ნი­სათ­ვის გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და, ვიდ­რე ბუ­ნებ­რივ გა­დარ­ჩე­ვას, რო­გორც ევო­ლუ­ცი­ის წამ­მარ­თ­ველ ძა­ლას. დარ­ვი­ნის ოპო­ნენ­ტე­ბი აცხა­დებ­დ­ნენ, რომ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის შე­ძე­ნი­ლი თუ “მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი” თვი­სე­ბე­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბა ადაპ­ტა­ცი­ის (ანუ შე­გუ­ე­ბის) მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­მ­ნე­ბო­და. ასე რომ, მე­ბის­მი­ე­რი თე­ო­რია, რო­მე­ლიც ცვა­ლე­ბა­დო­ბის “მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბას” აღი­ა­რებ­და, ამა­ვე დროს ამ­ცი­რებ­და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ევო­ლუ­ცი­ურ პრო­ცეს­ში. მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის ამ­გ­ვა­რი თე­ო­რი­ე­ბი მრავ­ლად არ­სე­ბობ­და 1860-1900 წლებ­ში.

1868 წელს დარ­ვინ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა “პან­გე­ნე­ზის წი­ნას­წარ­გან­მ­ჭ­ვ­რე­ტი ჰი­პო­თე­ზა” (provisional hypothesis of pangenesis, პან­გე­ნე­ზი – ერ­თი­ა­ნი წარ­მო­შო­ბა). ეს თე­ო­რია ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლა ნა­წი­ლი წარ­მოქ­მ­ნი­და უმ­ცი­რე­სი ზო­მის თა­ვი­სუფ­ლად მოძ­რავ ნა­წი­ლა­კებს (გე­მუ­ლებს – gemmules), რომ­ლე­ბიც მრავ­ლ­დე­ბოდ­ნენ და გროვ­დე­ბოდ­ნენ რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მა­ში, სა­ი­და­ნაც მო­მა­ვალ თა­ო­ბებს გა­და­ე­ცე­მოდ­ნენ. აქ­ვე გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ გრე­გორ მენ­დე­ლის “ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი მცე­ნა­რე­თა ჰიბ­რი­დებ­ზე” (“Versuche uber Pflanzen-Hybriden”, 1866 წ.), რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე გე­ნე­ტი­კის სა­ფუძ­ვ­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი და რო­მელ­შიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის კა­ნო­ნე­ბის აღ­წე­რი­ლი, დარ­ვი­ნი­სათ­ვის, ისე­ვე რო­გორც იმ­დ­რო­ინ­დელ მეც­ნი­ერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის, უც­ნო­ბი დარ­ჩა.

პან­გე­ნე­ზის ჰი­პო­თე­ზა გავ­ლე­ნი­ან, მაგ­რამ არა­და­მა­ჯე­რე­ბელ მოძღ­ვ­რე­ბად დარ­ჩა. თით­ქ­მის ყვე­ლა თე­ო­რია, რო­მე­ლიც მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ჩა­მო­ყა­ლიბ­და და რო­მე­ლიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ახ­ს­ნას ცდი­ლობ­და, პან­გე­ნე­ზის თე­ო­რი­ის გან­ხილ­ვი­თა და მი­სი უარ­ყო­ფით იწყე­ბო­და. თით­ქ­მის ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი იყო, რომ ბუ­ნებ­რი­ვი ევო­ლუ­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მე­ქა­ნიზ­მი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მებს ემ­ყა­რე­ბო­და. დარ­ვი­ნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მემ­კ­ვის­რე­ო­ბი­თო­ბის თე­ო­რია კი არა­საკ­მა­რი­სად მყა­რი იყო და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის იოლ სა­მიზ­ნედ იქ­ცა.

უწყ­ვე­ტი თუ წყვე­ტი­ლი? დარ­ვი­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბა ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ კი­დევ ერ­თი სა­კა­მა­თო სა­კითხი გახ­და. დარ­ვი­ნი აღი­ა­რებ­და, რომ “ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ყო­ველ­თ­ვის უაღ­რე­სად ნე­ლა იმოქ­მე­დებს… ხში­რად მხო­ლოდ დრო­ის ვრცე­ლი ინ­ტერ­ვა­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და ჩვე­უ­ლებ­რივ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში რო­მე­ლი­მე რე­გი­ო­ნის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მცხოვ­რებ­ზე”. დარ­ვი­ნიო ასე­ვე ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ “ეს უაღ­რე­სად ნე­ლი, მხო­ლოდ დრო­დად­რო მოქ­მე­დი (intermittant) მე­ქა­ნიზ­მი” კარ­გად შე­ე­სა­ბა­მე­ბა გე­ო­ლო­გი­ურ ფაქ­ტებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იც­ვ­ლე­ბოდ­ნენ ამ სამ­ყა­როს მაცხოვ­რებ­ლე­ბი. დარ­ვი­ნი და­ჟი­ნე­ბით ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ევო­ლუ­ცია ნე­ლი და თან­და­თა­ნო­ბი­თია, და მი­სი მოქ­მე­დე­ბა არა მიდ­მი­ვად, არა­მედ მხო­ლოდ დრო­ის ცალ­კე­ულ ინ­ტერ­ვა­ლებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა. დარ­ვი­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბით, ცვა­ლე­ბა­დო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი ახა­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მო­შო­ბის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ: ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ორ­გა­ნიზ­მებს ეკო­ლო­გი­ურ ნი­შებ­ში “ათავ­სებ­და”, სა­დაც ახა­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბა იქ­მ­ნე­ბო­და. თან­და­თა­ნო­ბით, ზო­გი­ერთ (თუმ­ცა არა ყვე­ლა) შემ­თხ­ვე­ვა­ში ამ ცვა­ლე­ბა­დო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან მორ­ფო­ლო­გი­უ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­ნი ხდე­ბოდ­ნენ და ერ­თ­მა­ნეთ­თად შეჯ­ვა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ნა­ყო­ფი­ე­რი შთა­მო­მავ­ლო­ბის წარ­მოქ­მ­ნა აღარ შე­ეძ­ლოთ, რაც ახა­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მოქ­მ­ნის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ამ თე­ო­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი მარ­თე­ბუ­ლად მი­უ­თი­თებ­დ­ნენ, რომ დარ­ვინს ახა­ლი სა­ხე­ო­ბის წარ­მოქ­მ­ნის ერ­თი მა­გა­ლი­თიც კი არ მო­უყ­ვა­ნია: ხე­ლოვ­ნუ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის დე­ტა­ლუ­რი შე­და­რე­ბა მათ­თ­ვის არა­საკ­მა­რი­სად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. დარ­ვი­ნის მომ­ხ­რე­თა­გან ზო­გი­ერ­თიც კი არ იზი­ა­რებ­და მის იდე­ას ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სა და ევო­ლუ­ცი­ის უწყ­ვე­ტო­ბის შე­სა­ხებ. მე­ტიც, დარ­ვი­ნის მომ­ხ­რე­თა­გან ბევრს მი­აჩ­ნ­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვა ხდე­ბა “წყვე­ტი­ლი” ნახ­ტო­მე­ბის შე­დე­გად, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან (ასე­ვე “წყვე­ტილ” ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი). თვით დარ­ვინ­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია იცო­და მუ­ტა­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ (“sports”, დარ­ვი­ნის­დ­რო­ინ­დე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით), მაგ­რამ მი­აჩ­ნ­და, რომ ასე­თი წარ­მო­ნაქ­მ­ნე­ბი მე­ტის­მე­ტად იშ­ვი­ა­თი იყო და ხში­რად შთა­მო­მავ­ლო­ბის წარ­მოქ­მ­ნაც არ შე­ეძ­ლოთ, და ამი­ტო­მაც ცვა­ლე­ბა­დო­ბის სა­ფუძ­ველს ვერ შექ­მ­ნიდ­ნენ.

ეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა ორი შე­ხე­დუ­ლე­ბის (“წყვე­ტი­ლი­სა თუ უწყ­ვე­ტი” გან­ვი­თა­რე­ბის) შო­რის ევო­ლუ­ცი­ის შეს­წავ­ლის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი თე­მაა და მეც­ნი­ე­რუ­ლი დე­ბა­ტე­ბის მე­ტად მწვა­ვე სა­კითხს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც მო­მა­ვალ წე­რი­ლებ­ში და­ვუბ­რუნ­დე­ბით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s