რუსეთის პატრიარქი, საათების გაქრობაში შეტანილი წვლილისთვის, „ვერცხლის კალოშით“ დააჯილდოვეს

ჯილდოს გადაცემისას, პატრიარქის კონკურენტად დასახელდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვი, რომელიც „გაქრობის“ სპეციალისტია, მხოლოდ, მაშინ, როცა საქმე არა 30 000 -დოლარიან საათებს, არამედ საარჩევნო ბიულეტენებს ეხება. და ასევე, მოსკოვის შსს-ს მთავარი სამმართველო, რომელიც აქციების მონაწილეთა რაოდენობის „გაქრობაზეა“ სპეციალიზებული.
რუსეთის პატრიარქი, რადიოსადგურმა „ვერცხლის წვიმამ“ „ვერცხლის კალოშით“ დააჯილდოვა. პრემიას „ყველაზე საეჭვო მიღწევების“ მქონე ადამიანებს გადაეცათ. წელს ამ სიაში პატრიარქთან ერთად მოხვდნენ ინტერნეტ-სკანდალების მონაწილეები და ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან, მაგალითად, ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელსაც ასევე „ვერცხლის კალოში“ ამომრჩევლისადმი იმ მიმართვის გამო გადაეცა, რომელშიც ჟირინოვსკი ვირზე ზის, ცხოველს მათრახს ურტყამს და ამბობს, რომ ეს ვირი რუსეთია, რომელიც ჯიუტად დგას და ადგილიდან არ იძვრის.

პატრიარქ კირილსაც ეს ჯილდო სრულიად კონკრეტული „ღვაწლის“ გამო ერგო, კერძოდ, იმ საოცრების ჩადენისთვის, რომელმაც ამ ზამთარს სრულიად რუსეთი აალაპარაკა, – როცა ინტერნეტში საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც კირილს მაჯაზე ძვირადღირებული საათი ეკეთა, უეცრად უნიჭოდ შესრულებული ფოტომონტაჟით ჩანაცვლდა და პატრიარქის ხელიდან საათი გაქრა. თუმცა ანარეკლი საათისა, რომელიც რუსული ეკლესიის მეთაურს ხელიდან „მოხსნეს“, გაპრიალებულ მაგიდაზე წაუშლელი დარჩათ.

ორიგინალური პრემიის გადაცემა ორიგინალური შოუს თანხლებით ჩატარდა. და რა თქმა უნდა, პატრიარქის „რუპორად“ წოდებული დეკანოზ ჩაპლინის მონაწილეობით, რომელსაც ჩარლი ჩაპლინის სამოსში გამოწყობილი მსახიობი განასახიერებდა. თეატრალიზებულ სანახაობაში ჯილდოს გადაცემა იმ კომპანიას ერგო წილად, რომლის საათიც კირილის წყალობით უპოპულარესი და ყველაზე მეტად ხსენებულ ბრენდად იქცა. და მართალია, პატრიარქი საჩუქრის წასაღებად არ მისულა, მაგრამ კომპანია „ბრეგუტის“ წარმომადგენელმა მაინც დიდი მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს რუსეთში მათი ფირმის საათის რეკლამირებისთვის, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ სასწაულების არ ესმის და ბოლოს და ბოლოს, ვერ გაიგო, „იყო საათი თუ არა?“

ჯილდოს გადაცემისას, პატრიარქის კონკურენტად დასახელდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჩუროვი, რომელიც „გაქრობის“ სპეციალისტია, მხოლოდ, მაშინ, როცა საქმე არა 30 000 -დოლარიან საათებს, არამედ საარჩევნო ბიულეტენებს ეხება. და ასევე, მოსკოვის შსს-ს მთავარი სამმართველო, რომელიც აქციების მონაწილეთა რაოდენობის „გაქრობაზეა“ სპეციალიზებული და 100-ათასიან მიტინგებს 10-ათასიან შეკრებებად წარმოაჩენს. სიმბოლური იყო ისიც, რომ პრემიებს სკანდალური ოპოზიციონერი ქსენია სობჩაკი არიგებდა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s