პედლებიანი სუპერავტომობილი


ამ მანქანას სუპერ ავტომობილისა მხოლოდ გარეგნობა აქვს – ის “ფერარი FFX-ის” სტილშია შესრულებული, თუმცა ისეთი ნელია…

აბა რა იქნება, მას ხომ ძრავის ნაცვლად, ადამიანი ამოძრავებს. უფრო სწორედ, მისი ფეხები.

ავსტრიელმა მხატვარმა ჰანეს ლანგედერმა თავისი უცნაური ახირება რეალობად აქცია. პლასტიკური მილების, კილიტასა (ფოლგის) და მუყაოსგან, იტალიური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის ასლი შექმნა. და მას “ფარადი ფარფალა” უწოდა.

ამ სახელში ფარადი გერმანულად თურმე ველოსიპედს ნიშნავს, ფარფალა კი იტალიურად პეპელაა. ეს ასე უნდა გაიშიფროს – ველოსიპედის მამოძრავებელი კონსტრუქციის მქონე, პეპელასავით მსუბუქი მანქანა. “ფარადი ფარფალა” ორადგილიანია და სამოძრაოდ, მისი ორივე მგზავრის კუნთების ძალას იყენებს. ის მხოლოდ 100 კილოგრამს იწონის.

საინტერესოა, რომ საზრიანმა კონსტრუქტორმა, თავის პედლიან სუპერ ავტომობილს ტრანსმისიაც დაუმზადა, რომელსაც 11 საფეხური (!) აქვს. რა თქმა უნდა, პეპელასავით მსუბუქი პედლიანი ავტომობილი, ველოსიპედის ბორბლებზე დგას. და, ყველაზე საინტერესო: ამ ავტომობილს ღამით მოძრაობაც შეუძლია, რადგან მას პატარა გენერატორი აქვს, რომელიც 200 შუქდიოდურ ფარს ენერგიით კვებავს.

აღსანიშნავია, რომ ეს ლანგედერის პირველი მსგავსი ნამუშევარი არაა. “ფერარიმდე” მან “პორშე 911-ზე” წაივარჯიშა. და არც “ფარადი ფარფალაზე” გაჩერდება, რომელსაც მალე ქალაქ ლინცის (ავსტრია) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარადგენს. მას უკვე შემდეგი სუპერ პედლიანის სახელიც მოფიქრებული აქვს – “ვეირონ UC”. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ ავტომობილს “ბუგატი ვეირონის” გარეგნობა ექნება.

დაბოლოს, კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომლის გამოც, ლანგედერის პედლებიან მანქანას შეიძლება სუპერ ავტომობილი ეწოდოს – ის 1.5 მილიონი ევრო ღირს…


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s