კონცეპტი: Grabit-ის კარის სახელური ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის


ალბათ ძნელია კარის სახელურს ჩაშენებული სკანერით თითის ანაბეჭდებისთვის ტექნოლოგიური აღმოჩენა უწოდო, თუმცა დიზაინერმა დონსაკ სემ (Dongsuk Seo) თავის ახალ კონცეპტში მათი კონსტრუქციის უფრო მოხერხებულად და ერგონომიულად ქცევა გადაწყვიტა. კონცეპტის სახელია Grabit, ავტორი სკანერის ჩაშენებას უშუალოდ კარის სახელურში გვთავაზობს.

სკანერი სახელურის საფუძველშია გათანვსებული, მოსაბრუნებელი გულის ზევით. კარის გასაღებად მასზე ოთხი თითის მოჭიდებაა საჭირო, როგორც ყოველთვის, მაშინ როდესაც თავისუფალი დიდი თითი პირდაპირ სკანერის ზევით ხვდება. ეს იდენტიფიკაციის აქტივაციისა და კარის პრაქტიკულად მყისიერად გაღების შესაძლებლობას იძლევა.

რაღა თქმა უნდა, ამისათვის სისტემის სრულყოფაა აუცილებელი, რომელიც მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს, რადგანაც დღეისათვის სკანირება და ანაბეჭდის ამოცნობა გარკვეულ დროს მოითხოვს, ხოლო კარის უშუალო გახსნა ცალკეული მოქმედებაა. სისტემა Grabit ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტია, თუმცა მის საფუძვლად დადებული ტექნოლოგია პრაქტიკაშიცაა გამოყენებული, ამიტომ ადრე თუ გვიან რაღაც მსგავსი აუცილებლად გამოჩნდება რეალურ სამყაროშიც.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s