კრეატიული ყავის ფინჯნები

დანარჩენი იხილეთ გაგრძელებაში Continue reading

Advertisements

22.12.2012 წისანასწარმეტყველება თუ სამყაროს აღსასრული ?


მაიას ტომმა დაგვიტოვა ორი რამ: კალენდარი და სამი კოდექსი. ესპანელმა კონკისტადორებმა ყველაფერი გაანადგურეს, როდესაც ინკების იმპერია გაანადგურეს და მათი ტერიტორია დაიპყრეს. მაგრამ მაინც გადარჩა სამი ხელნაწერი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი იკითხება და ინახება დრეზდენში. დანარჩენი ორი დამწვარ მდგომარეობაშია და შესაბამისად პარიზის და მადრიდის კოდექსები ეწოდება. აგერ კალენდრის სურათი: Continue reading

NASA-მ კოსმოსში პირველი ადამიანისმაგვარი რობოტი გაუშვა


25 თებერვალს შატლის Discovery წარმატებული გაშვება შედგა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ხომალდის ბორტზე ისტორიაში პირველი ადამიანის მსგავსი რობოტი-კოსმონავტი – Robonaut 2 – იმყოფება. შემოკლებულად სიახლეს R2 ეწოდება, რამაც ჩვენში “ვარსკვლავური ომების” გმირთან, რობოტ-შემკეთებელთან R2D2 ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, სრულფასოვან ანდროიდამდე ეკიპაჟის ახალ წევრს ბევრი უკლია – მას სხეულის ქვედა ნაწილი არ გააჩნია Continue reading

თამბაქო,სიგარეტი,ნიკოტინი


თამბაქოში შემავალი ნივთიერებები თავისი ზემოქმედების მიხედვით, რომელსაც ისინი ახდენენ ორგანიზმზე, შეიძლება დავყოთ ოთხ ჯგუფად:
კანცეროგენული
გამაღიზიანებელი
შხამიანი აირები
შხამიანი ალკალოიდები
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.
კანცეროგენული ნივთიერებები
მწეველების სიმსივნური დაავადების სტატისტიკა საკმაოდ ბევრისმეტყველია. კვამლიდან გამოყოფილი ნივთიერებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ კანცეროგენული ნივთიერებები შეიძლება გაერთიანდეს ორ ქვეჯგუფში: კიბოს გამომწვევი და ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას. Continue reading

დილა და საუზმე


საკვების მისაღებად დილა ყველაზე მძიმე პერიოდია. უმრავლესობა, ძირითადად, შემოვიფარგლებით ერთი ჭიქა ყავით და მაშინვე გავრბივართ სამსახურში ან სასწავლებელში. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ დილით მთელი დღის რაციონის ერთი მესამე თუ არ მივიღეთ, ორგანიზმი დღის განმავლობაში ნორმალურად ვერ იმუშავებსდა უფრო მალე ვიგრძნობთ დაღლილობას Continue reading

ევო­ლუ­ცია: დარ­ვი­ნის თე­ო­რია და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა


დარ­ვი­ნის იდე­ე­ბის გავ­ლე­ნა ევო­ლუ­ცი­ის კვლე­ვა­ზე.
დარ­ვი­ნის “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბამ” და­არ­წ­მუ­ნა მსოფ­ლიო ევო­ლუ­ცი­ის არ­სე­ბო­ბა­ში. დარ­ვი­ნი­სე­უ­ლი თე­ო­რია ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ კი გა­ცი­ლე­ბით მეტ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას შეხ­ვ­და: მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის მე­ქა­ნიზ­მის უცო­დინ­რო­ბა, ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი გა­გე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის უქონ­ლო­ბა ამ თე­ო­რი­ის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა რიცხ­ვის გამ­რავ­ლე­ბას უწყობ­დ­ნენ ხელს. ევო­ლუ­ცი­ის რო­გორც უწყ­ვე­ტი, ასე­ვე წყვე­ტი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი მრავ­ლა­დაა ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის ის­ტო­რი­ა­ში. ამ სტა­ტი­ის მი­ზა­ნია ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბის, მა­თი წარ­მო­შო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხილ­ვა.
შე­საძ­ლებ­ლო­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა. ჩარლზ დარ­ვი­ნი არ გახ­ლ­დათ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­მოთ­ქ­ვა იდეა, რომ ბუ­ნე­ბა ევო­ლუ­ცი­უ­რი გზით ვი­თარ­დე­ბა. ბუ­ფო­ნი (1707-1788), ლა­მარ­კი (1744-1829), და თვით დარ­ვი­ნის ბა­ბუა ერაზ­მუს დარ­ვი­ნი (1732-1802) ევო­ლუ­ცი­ის მომ­ხ­რე­ნი იყ­ვ­ნენ და მა­თი იდე­ე­ბი “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა”-მდე (1859) ორი ან მე­ტი თა­ო­ბით ად­რე გა­მო­ით­ქ­ვა. დარ­ვი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვემ რო­ბერტ ჩემ­ბერ­ს­მა (Robert Chambers, 1802-1871) გა­მო­აქ­ვეყ­ნა “მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ქმნი­ლე­ბა­თა ბუ­ნებ­რი­ვი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ” (“Vestiges of the Natural History of Creation”, 1844), რო­მელ­შიც ეოლუ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი იყო მოყ­ვა­ნი­ლი. ეს წიგ­ნი 10-ჯერ გა­მო­ი­ცა და პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მი­დან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 ათას ცალ­ზე მე­ტი გა­ი­ყი­და. შე­და­რე­ბი­სათ­ვის, დარ­ვი­ნის “სა­ხე­ო­ბა­თა წარ­მო­შო­ბა” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან პირ­ველ ათ­წ­ლე­ულ­ში 5-ჯერ გა­მო­ი­ცა და ამ წიგ­ნის 9250 ცა­ლი გა­ი­ყი­და. Continue reading

რამდოდენიმე კულინარიული რეცეპტი


თევზის და კარტოფილის კატლეტი
შემადგენლობა:
350 გ. თეთრი თევზის ფილე;
მსხვილი კარტოფილი 3 ც.
200 მლ. რძე;
1 ჩ/კ ლიმონის წვენი;
1 ჩ/კ მდოგვი;
რამდენიმე ღერი ოხრახუში;
თეთრი პურის ნაჭერი;
1,5 ჭიქა საფანელი;
გამდნარი კარაქი შესაწვავად; Continue reading

როგორ შევღებოთ კვერცხი და გამოვაცხოთ პასკა სააღდგომოდ


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყველა მართლმადიდებლურ ოჯახში კვერცხები წითლად იღებება და პასქები ცხვება.ეს ყველაფერი წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე უნდა გაკეთდეს.
როგორც წესი, კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება ენდროა.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად უნდა გარეცხოთ, დაჩეჩქვოთ, დაასხათ 1,5 ლიტრი წყალი, შემდეგ ჩაყაროთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგათ ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღოთ.
კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ,შესაძლოა კარგად არ შეიღებებოს და დასკდეს). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ ,ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება. Continue reading

10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში


ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა. Continue reading

Specialized Turbo — ყველაზე სწრაფი ველოსიპედი


კომპანიამ Specialized თავისი პირველი და როგორც ამბობენ ყველაზე სწრაფი ელექტრო ველოსიპედი Turbo გამოუშვა. იგი ქალაქში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მისი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ევროკავშირში ამ კატეგორიის ტრანსპორტზე ნებადართულ 20 კმ/სთ-ს აღემატება. მაგრამ, კომპანიის მენეჯერი მაკ ფოდი (Marc Faude) ამ შეზღუდვას რეკლამის სახით იყენებს და აღნიშნავს, რომ Turbo უბრალოდ ძალიან სწრაფია, რათა საკანონმდებლო ნორმებს შეესაბამებოდესო Continue reading